ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი 28 ნოემბრის არჩევნების დროს ე.წ. ,,საზღვრებს" ჩაკეტავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გამშვებ პუნქტებზე მიმოსვლა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მიმოსვლა შეწყდება 27 ნოემბრის 20 საათიდან და გაიხსნება 2018 წლის 29 ნოემბრის დილის 6 საათზე.

გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს ახალგორის რაიონთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები