ახალი ამბები
შსს-ს ინიციატივით ქუჩური გარჩევა დასჯადი გახდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ქუჩური გარჩევა კრიმინალიზებული იქნება და მისი მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კანონპროექტს პარლამენტს სწორედ სამინისტროს ინიციატივით წარუდგენენ.

,,ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული." - აცხადებს შს მინისტრი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები