ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტერნეტრესურსების გამოყენების ეფექტურობაზე ესაუბრნენ
გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტერნეტრესურსების გამოყენების შესაძლებლობასა და მეთ ეფექტურობაზე ესაუბრნენ. ამის თაობაზე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თინათინ მშვიდობაძემ ახალგაზრდებს ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეახვედრა.

ეკონომისტი იაგო წიკლაური აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, სტუდენტებში მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. ამიტომ, მიაჩნია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ახალგაზრდების შესაძლებლობის რეალიზებაში, მეორეს მხრივ კი, სტუდენტებმაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია თავადვე უნდა მოახდინონ.

,,თუ როგორ მოხდეს ეს, სწორედ, ამ თემაზე დღეს მათთან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა" - აცხადებს იაგო წიკლაური.

Print

სტატიის გამოყენების პირობები