ახალი ამბები
დღეს შს მინისტრი მეუფე იობს შეხვდა (PHOTO)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იობს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გახარიასთან ერთად, მისი მოადგილ საბანაძეც იმყოფება. სამინისტროს წარმომადგენლები ეპარქიის წინამძღვართან ერთად, ძამას ხეობაშიც იმყოფებოდნენ.

,,მეუფე იობი პოლიტიკაში არ ერევა" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რუისისა და ურბნისი ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობის თანაშემწემ განუცხადა. მამა ნიკოლოზის თქმით, გუშინ გავრცელებული ფოტოს შესახებ, სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

ფოტო, რომელიც გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ეპარქის სამდივნოს წარმომადგენლებისთვის უცნობია. ეპარქიის მდივანმა ფოტოს შესახებ არაფერი იცის და ვითარებაში გარკვევა უშუალოდ მეუფესთან და მის თანამშემწესთან გვირჩია.

,,ხეობაში არიან დღეს წასულები და ტელეფონზე შესაძლოა მისმა მძღოლმა გიპასუხოთ" -გვითხრა მდივანმა. საპრეზიდენტო კანდიდატისა და მეუფის შეხვედრის შესახებ სხვა ინფორმაცია მას არ გააჩნდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა მამა ნიკოლოზსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მართლაც ხეობაში (იგულისხმება ძამას ხეობა) იმყოფებიან და ვერ შევძლებთ მღვდელთწინამძღვრისგან კომენტარის მიღებას.

,,ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ მეუფე იობი პოლიტიკაში არ ერევა. სხვას ვერაფერს გეტყვით. როდის და რანაირად დაიგეგმა ეს შეხვედრა, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ" - გვითხრა მიტროპოლიტის თანაშემწემ. ,,ხეობაში ვარ ამ წუთას და არ შემიძლია საუბარი" - აცხადებს მამა ნიკოლოზი.

,,ქარელი, შეხვედრა მეუფე იობთან"- ასე ასათაურებს გრიგოლ ვაშაძის პრეს-სამსახური მეუფე იობთან შეხვედრას. ფოტოზე ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ჩანს. მიტროპოლიტმა 2014 წელს ოქრუაშვილის შვილები მონათლა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები