ახალი ამბები
გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
წუხელ ღამით კომბინატის დასახლებაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, წაღებულია თანხა.

აპარატი პურის საცხობთან იყო განთავსებული. თონეს თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევის შესახებ, დილით გაიგეს.

გამომძიებლებმა ექსპერტიზის ჩასატარებლად აპარატი მოხსნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები