ახალი ამბები
გორში გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარი აღმოჩნდა
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის 22-ე უბანზე ენმ-ს წევრებმა სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა საუბნო კომისიას მიმართა.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები გადასატან ყუთის სიაში იყო შეტანილი.

გორის საარჩევნო უბნებზე 10 საათის მონაცემებით ხმა 8 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო კომისია ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, გორში რეგისტრაცია 8145 მოქალაქემ გაიარა, რაც საერთო ამომრჩევლის 7.3%-ია. გორში რეგისტრირებულია სულ 111 930 ამომრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები