ახალი ამბები
დამკვირვებლები ჩივიან, რომ სარეგისტრაციო მაგიდები კედელზეა მიდგმული
ხაშურსა და კასპში დამკვირვებლები ჩივიან, რომ სარეგისტრაციო მაგიდები კედელზეა მიდგმული. ამის გამო, უჭირთ სადამკვირვებლო პროცედურების განხორციელება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ცნობით, ხაშურის მე-8 უბანსა და კასპის #1 უბანზე მაგიდები უსტანდარტოთაა განთავსებული:

,,მაგიდები ისეა განლაგებული, რომ ვერ ვახორციელებთ დაკვირვებას. ჭირს სარეგისტრაციო მაგიდებთან მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის მიდევნება" - აცხადებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

უბანზე მყოფმა წარმომადგენლებმა შესაბამისი საჩივრები დაწერეს და ითხოვენ პრობლემის აღმოფხვრას
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები