ახალი ამბები
დამკვირვებელი ოპოზიციიდან პირადობის შემოწმების გამო უბნიდან გააძევეს
გორის #15 საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევეს. ჟანა თანდიაშვილმა მისი გაძევების ოქმის შედგენა უბანზევე გააპროტესტა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ადგილზე ვითარების გარკვევას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეეცადა. როგორც მალხაზ მირუაშვილი აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თვითნებურად რეგისტრატორის მაგიდიდან ამომრჩევლის პირადობის მოწმობა აიღო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე მომხდარს უბანზე მუშაობის ხელის შეშლას აფასებს. უბნიდან გაძევებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჟანა თანდიაშვილი აცხადებს, რომ მან პირადობის მოწმობა შემოწმების მიზნით აიღო და მისი გაძევება უკანონოდ მოხდა. თანდუაშვილი უბნის ამ გადაწყვეტენ ას საოლქოში გაასაჩივრებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები