ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი: ,,უბნების გარეთ შავი სამყარო და პოლიციაა მობილიზებული"
გორის მე-15 უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლების გამოძევების შემდეგ შენობასთან შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი მივიდა და განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მისი უბნის თავმჯდომარეები მმართველი გუნდის ინტერესებს იცავენ.

,,ჩვენი დამკვირვებლები ოთხი უბნიდან გამოაძევეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალია ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან აქტიურობა და ამ ღონისძიებებს, რასაც საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მისი უბნის თავმჯდომარეები აკეთებენ, ჩვენს გამარჯვებას ვერ შეაჩერებს" - განაცხადა ბასიშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებული ხალხის უმეტესობა შავი სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც პოლიციასთან ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას.

გორის მე-15 უბანზე პრობლემები შეუქმნეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს თიკო თანდიაშვილსაც. მისი თქმით, აღნიშნული უბანი პირველ ტურში ოპოზიციას მოგებული აქვს და სწორედ ამის გამო მოდის ის დიდი აგრესია, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ახორციელებენ.

თანდიაშვილი ამბობს, რომ უბნიდან გამოძევების მიზეზი საეჭვო პირის მონაცემების გადამოწმების მცდელობა გახდა, რომელიც უბანზე შევიდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები