ახალი ამბები
კასპში გადასატანი ყუთის სიაში მითითებული რამდენიმე პირი არ აღმოჩნდა საერთო სიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თავალადში მოქალაქემ საარჩევნო ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე ჩააგდო. აღნიშნული ბიულეტენი ხმის დათვლის დროს გაბათილდება, ხოლო ყუთთან მყოფ პირს სავარაუდოდ დისციპლინარულ სახდელს დაადებენ.

32-ე უბანზე კი, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მოქალაქეს სასურველი კანდიდატი კაბინის გარეთ შემოახაზინა. სოფელ წინარეხში კი, გადასატანი ყუთის სიებში არსებული პირები არ აღმოჩნდნენ საერთო სიებში. 

ამ ფაქტების შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს. სოფელ წინარეხში მდივანი უბანზე პირადობის გარეშე იყო მისული და დოკუმენტი სახლიდან მიატანინეს.

12 საათის მონაცემებით, კასპი 40 028 ამომრჩევლიდან უბნებზე უკვე 8 400 მოქალაქე მივიდა. საერთო ამომრცევლის 21%
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები