ახალი ამბები
უბანზე მოქალაქე კაბინაში არ შეუშვეს და ხმა საჯაროდ მიაცემინეს
კასპის #32 საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მოქალაქეს ხმა საჯაროდ მიაცემინა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა აცნობა.

ანა ახლოური ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების" აქტივისტმა დავით მერებაშვილმა მოქალაქეს კაბინაში შესვლის უფლება არ მისცა და ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის შემოხაზვა, კაბინის გარეთ, მოსთხოვა.

ფაქტს ემოწმება თამაზ ბაინდურაშვილი, რომელიც ასევე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება უბანზე. 32-ე უბანი მდებარეობს კასპის ცენტრში, 1-ლი სკოლის შენობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები