ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში საარჩევნო უბანთან მანქანას ნომრები მოპარეს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ზაზა ხვედელიძეს კომბინატის დასახლებაში ავტომანქანიდან სანომრე ნიშანი მოუხსნეს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ლობჟანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით,ოპოზიციის წარმომადგენელს გადაადგილება შეეზღუდა, რადგან სანომრე ნიშნის გარეშე, მანქანის მოძრაობა აკრძალულია.

ამ წუთებში მანქანა გორის მე-10 სკოლის ეზოში აყენია, სადაც 96-ე საარჩევნო უბანია განთავსებული. ფაქტს გორის საპატრულო პოლიცია იძიებს
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები