ახალი ამბები
კასპის სოფელ მიქელწყაროში უმრავლესობამ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში ხმების უმრავლესობა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დამკვირვებლებმა აცნობეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრების ცნობით, სოფელში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა 30 ხმით წააგო:

გრიგოლ ვაშაძე - 230 ხმა
სალომე ზურაბიშვილი - 201 ხმა.

მიქელწყარო ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია.

კასპის საოლქო კომისიაში შესული ოქმების მიხედვით, ამ ეტაპისთვის დანარჩენ სოფლებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

თეზი
ვაშაძე 152
ზურაბიშვილი 238

#3 უბანი კასპი

ვაშაძე 262
ზურაბიშვილი 474

რენე
ვაშაძე 155
ზურაბიშვილი 212

ოკამი
ვაშაძე 152
ზურაბიშვილი 439

8 უბანისაქადაგიანო
ვაშაძე 263
ზურაბიშვილი 454

ქვემო ჭალა
ვაშაძე 148
ზურაბიშვილი 388

20 საათისთვის, კასპში, აქტივობა 57,2% დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებზე 22 896 ამომრჩეველი მივიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები