ახალი ამბები
სოფელ ახალციხის უბანზე ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში, ხმის დათვლის შემდეგ, ერთი  ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან აცნობეს.

,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის ცნობით, უბანზე ბალანსი ვერ შეადგინეს.

აღნიშნული სოფელში უმრავლესობამ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა.

გრიგოლ ვაშაძე - 193
სალომე ზურაბიშვილი - 246

იმ შემთხვევაში, თუ სოფელ ახალციხის მონაცემები საერთო შედეგებზე გავლენას მოახდენს, საუბნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმი გაუქმდება. გაერთიანებული ოპოზიცია უბნის ბათილობას ითხოვს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად, სიებში უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას  ითვლიან, შემდეგ კი, - ყუთში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები