ახალი ამბები
კასპში ამომრჩეველთა 62.6%-მა სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი
კასპის 30-ე საოლქო უბანზე მეორე ტურის შედეგები შეაჯამეს. მუნიციპალიტეტში, სადაც 1-ელ ტურში სალომე ზურაბიშვილმა 64 ხმით წააგო, მე-2 ტურზე დიდი ანგარიშით მოიგო.

მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების 62,63% მიიღო.

სულ კასპში, საარჩევნო უბნებზე 22 896 ამომრჩეველი მივიდა. საერთო ამომრჩევლის რაოდენობა 40 028-ს აღწევს.

გრიგოლ ვაშაძე - 8 302 ( 37.37 %)
სალომე ზურაბიშვილი - 13916 (62.63%)

1 ტური

კასპის 30-ე საოლქო კომისიაშიც ცნობილია 38-ვე უბნის შედეგები. საბოლოო მონაცემები ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე - 39,64 %, (6918 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 39,27% (6854 ხმა)
დავით ბაქრაძე - 10,24% (1787 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 39 994-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 013-მა მოქალაქემ. არ მივიდა 21 935 მოქალაქე
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები