ახალი ამბები
,,კულა"-ს საწარმო წელს 15 ათას ტონა ვაშლს ჩაიბარებს
,,წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვაშლს ჩავიბარებთ“ - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა. მისი თქმით, წელს ვაშლის კარგი მოსავალია და საწარმო სეზონის ბოლომდე 15 ათას ტონა ვაშლს ჩაიბარებს. სეზონი 15 სექტემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

,,წელს უკვე გადავამუშავეთ 3 ათასი ტონა ვაშლი, გასულ წელს ვაშლის მოსავალი ძალიან მცირე იყო, რადგან ის უამინდობის შედეგად თითქმის არ მოვიდა. ვაშლს შიდა ქართლიდან, ძირითადად გორის მოსახლეობისგან ვიბარებთ, წელს 10-ჯერ მეტ მოსავალს მივიღებთ ვიდრე გასულ წელს, შარშან სულ 1500 ტონა გადავამუშავეთ“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.


მისივე თქმით საწარმო 1 კილოგრამ სამრეწველო ვაშლში, რომელიც კონცენტრატის დასამზადებლად გამოიყენება, 8-9 თეთრს იხდის, მეორე ხარისხის ვაშლში კი, რომლისგანაც ჯემებს ამზადებენ, 20 თეთრს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები