ახალი ამბები
ჯუმბერ გოგიაშვილი: ,,ის კომპიუტერი მოიპარეს, სადაც ფინანსური ინფორმაცია ინახებოდა"
,,ვიდეოკამერებები სპეციალურად იყო გამორთული" - ამბობს კლინიკის დირექტორი ჯუმბერ გოგიაშვილი. მისი სამუშაო კაბინეტიდან ლეპტოპი წუხელ მოიპარეს.

მისი განმარტებით, სამუშაო  ლეპტოპში საბუღალტრო მონაცემები იყო დაცული და ეჭვი აქვს, რომ კომპიუტერიც სწორედ ინფორმაციის მიღების მიზნით მოიპარეს.

,,მოგეხსენებათ, გუშინ, 28 ნოემბერს, იყო არასამუშაო დღე. მე კლინიკაში არ ვიმყოფებოდი. იყვნენ, მხოლოდ, მორიგეები. 29-ში ღამით გაიხსნა ეს კაბინეტი და წაიღეს კომპიუტერი. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რატომ იყო გამორთული სათვალთვალო კამერები, ესეც ალბათ დადგინდება" - აცხადებს ჯუმბერ გოგიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები