ახალი ამბები
ვიდეოკამერის ჩანაწერების მიხედვით მაღაზია 5-მა პირმა გაქურდა
პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ მაღაზია 5-მა პირმა გაქურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტექნიკის მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა.

მისი თქმით, სიგნალიზაცია დილის 6-ის ნახევარზე ჩაირთო. ,,პოლიცია მოვიდა დაუყოვნებლივ და ვეღარ მოასწრეს სხვა ტელეფონების წაღებაც" - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

მაღაზიიდან 4 ცალი ,,აიფონ 6" წაიღეს. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები