ახალი ამბები
მოსწავლეებმა ქუჩის დანაგვიანების ფაქტზე ორ თვეში 185 ,,ჯარიმა" გამოწერეს
ქ. გორში, USAID–ის WMTR II პროგრამის ფარგლებში 2 თვიანი პილოტური პროექტი წარმატებით დასრულდა. პილოტურ პროექტს ორგანიზაცია CENN ახორციელებდა ,,მეგობრობის ხიდი ქართლოს“-სთან თანამშრომლობით.

მასში 5 მოხალისე ახალგაზრდა იყო ჩართული. მოხალისეები ყოველდღიურად გორის ქუჩების ხალხმრავალ ადგილებში აკვირდებოდნენ მოსახლეობას, დანაგვიანების ფაქტის აღმოჩენისას აფრთხილებდნენ მათ ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების არსებობის შესახებ და ატყობინებდნენ კანონის დარღვევისთვის შესაფერისი ჯარიმის ოდენობას.

დამატებით 10–მა ადგილობრივმა სტუდენტმა, ასევე გამოთქვა სურვილი გააგრძელოს პილოტური პროექტი და ჩაებას მოხალისეობრივ საქმიანობაში.

აქტივობის ფარგლებში მოხალისეებმა 185 გარემოს დანაგვიანების შემთხვევა დააფიქსირეს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, იგეგმება აღნიშნული ინიციატივის სხვა რეგიონებშიც განხორციელება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები