ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში მაღაზიიდან ხურდა ფული მოიპარეს
წუხელ მაღაზია გაქურდეს გორში, კომბინატის დასახლებაში. შინდისის გზატკეცილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

დაზარალებულმა განაცხადა, რომ თავდაპირველი დათვალიერებით წაღებულია ხურდა ფული. სხვა დანაკლისის შესახებ ჯერ ცნობა არ ვრცელდება.

შს სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები