ახალი ამბები
ცხინვალელი პარლამენტარები ,,პატრიოტთა ალიანსთან" ფარულ შეხვედრებს უარყოფს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე იგორ ყოჩიევი უარყოფს ფაქტს იმის შესახებ, რომ მან მოსკოვში ქართველ პარლამენტარებთან ფარული შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ყოჩიევმა ცხინვალის მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში, დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლების კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იყო.

,,მე მინდა ვთქვა, რომ სცენის მიღმა ყოველგვარი შეხვედრები და ინტიგრები შეუძლებელია. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც საქართველო აღიარებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას" - განაცხადა ყოჩიევმა.

კონფერენციის შესახებ რუსეთის დუმის ოფიციალურ საიტზე განცხადება 22 ნოემბერს გავრცელდა. განცხადების მიხედვით, კონფერენცია დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო პარტიებისა და ბლოკების ურთიერთთანამშრომლობას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებადს მოსკოვში პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატები, გიორგი ლომია და ადა მარშანია გაემგზავრნენ. კონფერენციაზე ლომიამ რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა, რადგან აფხაზებთან და ოსებთან ურთერთობის საშუალება მისცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები