ახალი ამბები
გორში კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტები და ფული
გორში, კომბინატის დასახლებაში, წუხელ კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სიგარეტები.

შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, მოხდა.

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ მაღაზიასთან ერთად, გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

,,მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით" - აცხადებენ პრეს-სამსახურში. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაკარგული თანხის ზუსტი ოდენობა დგინდება.

წუხელვე მაღაზია გაქურდეს იმავე დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, საიდანაც ხურდა წაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები