რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თემურ მანველიშვილის დასაცავად სოციალურ ქსელში მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა
გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა. ორი დღის მანძილზე ჯგუფის წევრების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა.

მოქალაქეები წერენ, რომ თუ საჭირო გახდება, საჯარო მოხელეს გორის მთელი მოსახლეობა დაიცავს. ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც თემურ მანველიშვილის დაკავების შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა.

მანველიშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. დაზარალებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. მაქარაშვილს თემურ მანველიშვილმა მერიის წინ ვედრო თავზე  ჩამოამხო.

სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროკურატურამ 15 იანვარს ის დაზარალებულად ცნო. მისი თქმით, ამჯერად, მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი პროკურატურაში, დაზარალებულის სტატუსით, 16 იანვარს დაიბარეს.

2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა.

საპროტესტო აქციის დასრულებისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

23 იანვარს qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მანველიშვილმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, განცხადება დაწერა. ქალაქის მერს კოტე თავზარაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პრეს-სამსახურის ცნობით, კომენტარი მაშინ გაკეთდება, როდესაც თავზარაშვილი გადაწყვეტილებას მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.