საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 937 ადამიანი
გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 113 986 გამოჯანმრთელდა, 1 267 კი
გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 104 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 52
822 პირი, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში
კი იმყოფება 3 857.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 721 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები