ახალი ამბები
ქარელის მერიის მიერ შეძენილი როიალი შესაძლოა ფალსიფიცირებული აღმოჩნდეს
ქარელის მერიის დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ, ააიპ ,,ქარელის კულტურისა და ხელოვნების გაერთიანებამ'' 33 000 ლარი გადაიხადა აკუსტიკურ როიალში, რომელიც, კომპანია ,,მიფასის'' ცნობით, შესაძლოა, ფალსიფიცრებული იყოს.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ვრცელი საჩივრით შეყიდვების სააგენტოს მიმართა. საჩივრის მიხედვით, თუ ეს შესყიდვა მოხდა ობიექტური მიზეზებით, მაშინ, შესაძლოა, მერიის კულტურის გაერთიანებას არაორიგინალი როილი მოტყუებით მიაყიდეს.

მერიის დაფინანსების ქვეშ მყოფმა ააიპიმ აკუსტიკური როიალი 21 ნოემბერს შეიძინა. როიალში 33 ათასი ლარი გადაუხადეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,აი ემ ტი სი მიუზიკის''

მომჩივანი კომპანია ,,მი-ფა-სიც'' მონაწილეობდა ტენდერში, თუმცა მერიის კულტურის გაერთიანებამ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა ,,აი ემ ტი სი მიუზიკთან''.

როგორც შემდეგ გაირკვა, როიალის შესყიდვის შემდეგ, ,,მი-ფა-სიმ'' შესყიდვების სააგენტოს საჩივრით მიმართა. შპს "მი-ფა-სი"-მ შეამოწმა ,,აი ემ ტი სი მიუზიკის'' მიერ მითითებული როიალის მოდელის მახასიათებლების რეალურობა:

,,ვინაიდან პრეტედენტის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება ეჭვის საფუძველს იწვევდა, ამისთვის მოვიძიეთ მათ მიერ წარმოდგენილი სერთიფიკატიდან პროდუქციის უშუალო მომწოდებლის სახელწოდება და მათი ოფიციალური ვებ გვერდი. ამ ვებ-საიტზე მოვიძიეთ შეთავაზებული მოდელის შესახებ მითითებული მახასიათებლები. აღმოვაჩინეთ, რომ ქვემოთ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება კონკრეტულ მოდელს:

,,თუ პრეტედენტის მიერ შეთავაზებული პროდუქცია ოფიციალურ ვებ გვერდზე არ იძებნება, მაშინ კულტურის გაერთიანების მხრიდან, სად მოხდა მისი გადამოწმება და თუ მისი გადამოწმების საშუალება არ არსებოს, ერთი მხრივ, ადგილი გვაქვს არასწორ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმთან, ხოლო მეორეს მხრივ ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან, რაც შემსყიდველისათვის ორიგინალი პროდუქციიის შესყიდვის ნაცვლად არაორიგინალი პროდუქციის მოტყუებით მიწოდებას გულისხმობს.'' - აღნიშნავენ კომპანია ,,მიფასიში''.

შესყიდვების სააგენტომ დაგვიანებული საჩივარი აღარ განიხილა. შესაბამისად, უცნობია დარჩა, ნამდვილი თუ ფალსიფიცირებული როიალი იქნა შეძენილი ქარელის მერიის კულტურის გაერთიანების მხრიდან.

ქარელის კულტურისა და ხელოვნების გაერთიანებას ხელმძღვანელობს გიორგი ეგნატაშვილი, სატენდერო სხდომის ოქმის მიხედვით, ის შვებულებაში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, როიალი ხელოვნების სახლს გადასცეს, რომლის ხელმძღვანელობა მადლობას მინისტრ თეა წულუკიანს უხდის:

ქარელის ხელოვნების სკოლა წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალურ დაწესებულებას, სადაც სწავლების ძირითადი მიზანია, მუსიკოსის პროფესიაზე ორიენტირებული მოზარდთა აღზრდა. მიუხედავად ლიბერალური და პროფესიული მუსიკალური სწავლების მიზნების და ამოცანებისა, აქტუალური პრობლემაა, სახელოვნებო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების დეფიციტი. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა კულტურის ხელშეწყობის პრიორიტეტების პროგრამა, ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების თვალსაზრისით და მოტივაციის გაზრდის მიზნით საქართველოს მასშტაბით კომპეტენტურ დაწესებულებებს გადაეცათ საპატიო ხარისხის ინსტრუმენტები ( როიალი). საბედნიეროდ ჩვენც ერ თ- ერთი მათგანი ვართ სიათა შორის.. უდიდესი მადლიერების გრძნობით და ღირსების განცდით გვინდა პატივი მივაგოთ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კერძოდ, ქალბატონ თეა წულუკიანი. უდიდესი მადლობა.'' - აღნიშნულია ქარელის ხელოვნების სახლის ოფიციალურ გვერდზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები