ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ სტუდენტებმა პრაქტიკა გორმედის ქირურგიულ განყოფილებაში გაიარონ
გორმედის ქირურგიულ განყოფილებაში პრაქტიკას 19 სტუდენტი გაივლის. ამის შესახებ თხოვნის წერილი გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს გუშინ 9 იანვარს გაუგზავნა.

წერილის მიხედვით ირკვევა, რომ უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში საექთნო განათლების პროგრამას 19 სტუდენტი გადის, რომელთაც ქირურგიულ პაციენტებთან პრაქტიკის გავლა ჭირდებათ.

გიორგი ხორბალაძე მინისტრს სთხოვს, რომ უფლება მისცენ დაახლოებით 3750 ლარი გადაუხადონ გორმედს პრაქტიკაზე სტუდენტების დაშვების მიზნით.

,,2024 წლის 15 იანვრიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აუცილებლობას წარმოადგენს სასწრაფო წესით შევისყიდოთ მოდულური სასწავლო პრიგრამის შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკა - ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა - 150 საათის ოდენობით.'' - სწერს გიორგი ხორბალაძე მინისტრს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები