ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ერთიანი ეკონომიკური და სამართლებრივი სივრცის შექმნაზე საუბრობენ
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან ერთიანი ეკონომიკური და სამართლებრივი სივრცის შექმნისკენ მიმართულ ნაბიჯებს აძლიერებს.

სააგენტო „რესის“ ცნობით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.

რუსეთის გენერალური პროკურორის, ალექსანდრე გუცანის განცხადებით, შეთანხმებები ორ მხარეს შორის ინტეგრაციის გაღრმავებას, ერთიანი ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები