გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 20 პაციენტიდან
10-ს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიაში
დანარჩენი 10 პაციენტის ნიმუშებს არ გაგზავნიან, რადგან ამის
საჭიროება არ არსებობს - აცხადებენ ჰოსპიტალში.
გახსნიდან მესამე დღეს საკარანტინო სივრცეში პაციენტების რაოდენობა
4-დან 20-მდე გაიზარდა. სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, დავით
ბარლიანი აცხადებს, რომ ბოლო ციფრი ირანელი მოქალაქეების ხარჯზე
გაიზარდა.
სულ საკარანტინო სივრცეში ყოფნა 15 ქართველს და ირანის 5 მოქალაქეს
მოუწია. აქედან 3 პირი სამხედროა.
სტატიის გამოყენების პირობები