ახალი ამბები
ხაშურის მერიამ მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დროებით, 11 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით ზღუდავს მოქალაქეთა მიღებას.

ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

,,სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ განცხადებები ჩვეულებრივ ჩააბარონ მოქალაქეთა მიღების ბიუროში - ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე (ხაშური, ტაბიძის ქ. N2) ყოველ სამუშაო დღეს 9-დან 18 საათამდე, დარეკონ ტელეფონზე: 24 21 35, ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it " - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები