დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, კორონავირუსთან დაკავშირებით,
17 მოქალაქეს აკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო
,,რესი"
ავრცელებს.
ცხინვალის მედიას მონაცემები დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის
სამინისტრომ მიაწოდა. მისი ხელმძღვანელის, მარიამ კოჩიევას
განცხადებით, 17 მოქალაქიდან
11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს,
ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში.
11 მოქალაქე ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შევიდა. ამათგან,
ერთ-ერთი ადამიანი პირდაპირ მოსაბრუნის საგუშაგოდან წაიყვანეს
საავადმყოფოში.
რაც შეეხება დანარჩენ 6 მოქალაქე, მათგან:
ორი ადამიანი დედა-შვილია, რომლებიც ცხინვალში, წითელი ჯვრის
მეშვეობით, შეუშვეს. კიდევ ორი მათგანი არაბეთიდან დაბრუნდა.
ხოლო დანარჩენი ორი მოქალაქე - ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით,
საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ ცხინვალში ჩავიდა.
სტატიის გამოყენების პირობები