ახალი ამბები
გორში ,,ზღაპრის" კაფეები მიტანის სერვისზე იმუშავებს
გორში ,,ზღაპრის" ორივე კვების ობიექტში დაჯდომა და სადილობა უკვე აიკრძალა. მოქალაქეები ბავშვებისთვის საჭირო საკვებ პროდუქტებს მხოლოდ სახლში წაიღებენ.

,,სადენზიფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ყველა რეკომენდაციას ვიცავთ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, შესაძლოა ზარალზე წავიდეთ, თუმცა პრევენციისთვის საჭირო იყო" - აცხადებენ ობიექტის წარმომადგენლები.

აღნიშნულ კვების ობიექტში იყიდება ღვეზელები, ხაჭაპურები, ფენოვანი, ჭახრაკინა...და სარგებლობენ ავტოსადურის მოვაჭრეები და მძღოლებიც.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 30-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობას - 54 ადამიანი გადის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები