ახალი ამბები
გორის ავტოსადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
გორში, სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების შესახებ, დავალება ოფიციალურად არ მიუღიათ. ამის ესახებ სამგზავრო გადაზიდვების კომპანიამისა და ავტოსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს.

,,ჩვენ ისეთ სადეზინფექციო საშუალებებს ვიყენებთ, დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს. ჯერჯერობით, მოძრაობის შეწყვეტის შესახებ დავალება არ მიგვიღია. ყოველ საღამოს მიკროავტობუსებს დეზინფექციას ვუტარებთ. ხვალაც ასე გავაგრძელებთ." - აცხადებს კომპანია ,,ბუქო 777"-ის დირექტორი, რომლის ტრანსპორტი გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება.

გარდა ამისა, ზურაბ ჭეჭელაშვილი ამბობს, რომ მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ საღამოს ტარდება. მისი განცხადებით, როცა მთავრობისგან კონკრეტული დავალება, აკრძალვის შესახებ, მიუვათ, აუცილებლად შეწყვეტენ მუშაობან.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან, 18 მარტიდან, მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალება. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ, ხვალვე გახდება ცნობილი.

საქმე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს ეხება.

გორის ავტოსადგურის დირექციის წარმომადგენელი, სოსო სამხარაძე ამბობს, რომ ავტოსადგური ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.

,,ხალხი ისედაც არ მოძრაობს. შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა" - გვითხრა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა. მისი თქმით, გორი-თბილისის მიმართულებით, თითქმის აღარც მოძრაობს ტრანსპორტი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ჯერ-ჯერობით, სამგზავრო განრიგში ცლილებები არ არის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები