ახალი ამბები
მიკროავტობუსიდან გაქცეულ მგზავრს მიაგნეს - ის კარანტინში გადაიყვანეს
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს. მამაკაცი თბილისი-ზუგდისის მიკროავტობუსიდან მას შემდეგ დატოვა, როდესაც მგზავრებმა 112-ში დარეკეს.

მამაკაცი ტელეფონზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ პოლონეთიდან 4 დღის წინ იყო ჩამოსული. მგზავრებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ თვითიზოლაციის წესებს არღვევდა. გორის მონაკვეთზე მამაკაცი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და ტერიტორია დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები