ახალი ამბები
,,რაც ვიშრომე, მოვიმაგარე ერთი ტომარა ფქვილი, 10 კგ კარტოფილი" - თეა ადუაშვილმა სახლების დალაგება შეაჩერა
,,რაც დაიკეტა სამსახურები, დავრჩით სახლში. ბოლო დრომდე ვმუშაობდი, არ მინდოდა გაჩერება, თუმცა ძალიან მეშინოდა. სულ ხელებს ვიბანდი, სპირტით ვისუფთავებდი. რომ რამე ვირუსი არ გადამდებოდა

19 მარტს სოფლიდან მარშუტკებიც არ წამოვიდა და დავრჩი სახლში, რაც ვიშრომე, მოვიმაგარე ერთი ტომარა ფქვილი, 10 კგ კარტოფილი.


ძალიან დაძაბული ვარ, მეშინია, ჩემ შვილებს რამე არ მოვუტანო და არ გადავდო. მივენდობი უფალს. ისე არ მოხდება, რომ მშვირები დავიხოცოთ.

იცით, ალბათ, რომ სახლებს ვულგებდი ხალხს. და ამით ვშოულობდი პურის ფულს. მყავს სამი შვილი. ეხლა აღარ დადის მარშუტკები. იმედი მაქვს მალე გაივლის ეს ვირუსი და ისევ წავალ სამუშაოდ. არვიცი რა მოხდება ხვალ და ზეგ თუ ძალიან გამიჭირდება ავდგები და წავალ სამუშაოდ მშიერი ხო არ მეყოლება შვილები."

თეა ადუაშვილი, სოფელი კარალეთი, სპეციალურად qartli.ge-სთვის.



ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცრებულია 47 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, 1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები