ახალი ამბები
გორის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები ბანკს დისტანციურ მომსახურებაში მიეხმარნენ
გორის მერიის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა საქმიანობის სფერო დროებით შეიცვალეს და კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაქტიკურ საქმიანობაში ჩაერთვნენ. 

მოხალისეთა ერთი ჯგუფი ლიბერთი ბანკის გორის ფილიალს ხალხის დისტანციურ მომსახურებაში მიეხმარა.

,,გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები უპოვართა სასადილოდან პროდუქტებს ურიგებენ ბინაზე უმწეო მოხუცებს." - აღნიშნავს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე.

საქართველოში დღემდე კორონავირუსი 66 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 9 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები