ახალი ამბები
ვალდებულებები მიტანის სერვისით მომუშავე ობიექტებისთვის
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კვების ობიექტები დაიკეტა, თუმცა პერსონალი მუშაობას მიტანის სერვისით აგრძელებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლითაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.

მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება;

სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით;

საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან - პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.

ზოგადად, სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები;
Print

სტატიის გამოყენების პირობები