ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი ბოლო 24 საათში გამოავლინეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი.

,,გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაშ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები