ახალი ამბები
გორში ექიმებს სამგზავრო ტრანსპორტი დაუნიშნეს
გორში ექიმებს სამგზავრო ტრანსპორტი დაუნიშნეს. ამის შესახებ qartli.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა განუცხადა.

მისი თქმით, რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტობუსები მხოლოდ მედიკოსებს მოემსახურება.

შეგახსენებთ, 31 მარტიდან, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. 7 ქალაქში კი საკარანტინო პუნქტები გაიხსნა.

ქალაქ გორის შესასვლელ-გასასვლელში პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს, ასევე მათ კუთვნილ ავტომანქანებს ამოწმებენ.

ავტომანქანაში, მაძღოლის გარდა, არ უნდა იყოს ორზე მეტი მგზავრი, ისინიც უკანა სალონში უნდა იმყოფებოდნენ. ასევე, საეჭვო შემთხვევებში, მოქალაქეებს ტემპერტურას უზომავენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შედარებით მკაცრი ზომების გატარება 30 მარტს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.

საქართველოში საყოველთა კარანტინი დღეს დილის 8 საათიდან ამოქმედდა. საღამოს 21 საათიდან კი, კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტის მონაცემები: 18:00 საათი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 110
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 21
კარანტინის რეჟიმში - 4995
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278

Print

სტატიის გამოყენების პირობები