ახალი ამბები
შეღავათები დენზე და გაზზე გორის მოსახლეობისთვის
შიდა ქართლში მომხმარებელს ელექტროენერგიას ,,ენერგო პრო ჯორჯია" აწვდის. თვეში 200 კვ.ტ ენერგიის დაწვის შემთხვევაში გადასახდელი იქნება 36,42 ლარი, რასაც სახელმწიფო დაფარავს.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გორში ძირითადი მომწოდებელი ,,საქორგგაზია". 200 კუბმეტრი აირის მოხმარების შემთხვევაში, გადასახდელი იქნება 109,4 ლარი, რასაც ასევე სახელმწიფო დაფარავს.

აბონენტებს, რომლებიც მითითებული ლიმიტის ზევით დახარჯავენ რესურსებს, არ ექნებათ შეღავათები.

შეგახსენებთ, 2020 წლის მარიტიდან მაისის ჩათვლით, მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის კომუნალური გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. საუბარია, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯებზე.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეღავათი ეხება ოჯახებს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ასევე 200 მეტრკუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარს.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი, კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით მიიღო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები