ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით 1 მლნ-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული
მსოფლიოში, კორონავირუსით დაინფიცირებული 1,017,567 შემთხვევა დაფიქსირდა. 213 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 53 249 გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა ევროპაში.

გასულ ღამეს, მხოლოდ საფრანგეთში კორონავირუსით 1,355 ადამიანი გარდაიცვალა,  იტალიაში - 760 და ესპანეთში - 961.

ყოველდღიურად იცვლება შეერთებული შტატების სტატისტიკა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 29,874 დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 6,070 ადამიანი. აშშ ში კორონავირუსის 244,877 დადასტურებული შემთხვევაა.

მდგომარეობა მძიმდება რუსეთშიც აქ 3,548 დადასტურებული შემთხვევიდან 30 ადამიანი Covid-19 ის ინფექციას  ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ პნევმონიის აფექთქება ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები