ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ოსეთია ნიუსი" ავრცელებს. 

ვლადიკავკაზიის მედიის ცნობით, დაავადებულთა რაოდენობამ 8-ს მიაღწია. მათგან ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (კარანტინი) 700 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციის წესის დაცვა 822 ადამიანს დაავალეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები