ახალი ამბები
ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში კორონავირუსის 86 შემთხვევაა დადასტურებული
ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა
ფედერაციულ რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებულია,
ამათგან ყველაზე მეტი შემთხვევა დაღესტანშია დაფიქსირებული.
რუსული მედიის, რეგიონ-15-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის კავკასიურ
ნაწილში კორონავირუსი 86 ადამიანს დაუდგინდა:
დაღესტანი - ინფექციის 30 შემთხვევა (+5),
ყაბარდო-ბალყარეთი - 8,
სტავროპოლის ტერიტორია - 20 (+9),
ჩრდილოეთ ოსეთი - 8 (+3),
ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 3.
ინგუშეთი - 1.
ჩეჩნეთი - 16 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი.
რაც შეეხება რუსეთს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, COVID-2019
ინფექციით ახალი 954 ადამიანის დაინფიცირება დადასტურდა.
სტატიის გამოყენების პირობები