საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის
საქართველოში COVID-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ
შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების
მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია
გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ კი 362 პირია.
სტატიის გამოყენების პირობები