ახალი ამბები
ქუჩების მორეცხვა შიდა ქართლში კასპიდან დაიწყება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქუჩების მორეცხვა შიდა ქართლის ოთხივე ქალაქში დაიწყება. ამის შესახებ ქუჩების მორეცხვა შიდა ქართლში კასპიდან დაიწყება qartli.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

,,ხვალ საღამოს 9 საათის შემდეგ კასპში დაიწყება სამუშაობი და შემდეგ გარძელდება შიდა ქართლის ყველა ქალაქში. მოხდება კეთილმოწყობის სამსახურების ჩართულობით და თბილისიდან ჩამოვა რამდენიმე სპეცმანქანა" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ქუჩების მორეცხვა თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თბილისის მერის ცნობით, ჯამში 50-მდე ქუჩა დამუშავდება.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შუადღეს ცნობილი გახდა, რომ გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 პირია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები