ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ხიდისყურში COVID 19 კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა
მეორე დღეა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური თვითიზოლაციაშია. გუშინ გაგზავნილი 9 ნიმუშიდან კორონავირუსი ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა.

ჯამში, აღნიშნული დასახლებიდან COVId-19-ით ორი მოქალაქეა დაინფიცირებული.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გააცნო. ის შიდა ქართლში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს.

კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე მოქალაქე იმ ქალის მეზობელი და ნათესავია, რომელსაც გუშინ ინფექციურ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ვირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, 30 წლის ქალი, ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა. ის თარჯიმნად მუშობდა უცხოელებთან და წინასწარი ინფორმაციით მათგან დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგები სოფელ ხიდისყურში მუშაობდნენ და ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი კარანტინში გადაიყვანეს. დგინდება სხვა დამატები და სავარაუდო კონტაქტები.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 266-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 67; გარდაცვლილია - 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4890 მოქალაქე იმყოფება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439

Print

სტატიის გამოყენების პირობები