ახალი ამბები
ზეთისცხება ქვემო ბოშურში (Photo)
სოფლის სასაფლაოზე სულ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, უმრავლესობა - ასაკოვანი. ქვემო ბოშურელებს შვიდგზის ზეთისცხება არ გამოუტოვებიათ. იმ ადგილას, სადაც ისინი შეიკრიბნენ, სალოცავია.

დიდი მარხვის პერიოდში ზეთის კურთხევა ერთ-ერთ დიდ საიდუმლოდ ითლება ქრისტიანებისათვის. სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს მოციქულები სნეულ ადამიანებს ზეთს სცხებდნენ და განკურნავდნენ.

დღეს-დღეობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ეკლესიებში წირვა-ლოცვა სხვადასხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს, მათ შორის, მრევლს შორის 2 მ დისტანციის დაცვით.

წმინდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, ღვისმსახურებები არ შეაჩერა. წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში დამონტაჟდა ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და ა.შ.

რაც შეეხება სხვა რელიგიებს, 2020 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ კორონავირუსის გამო ზიარების წესი შეცვალა.

19 მარტიდან მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სხვა კონფესიებმაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები