ახალი ამბები
ხოვლეში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა.

მამაკაცის კონტაქტების დასადგენად ხოვლეში მიმდინარეობს მოკვლევა. სოფლის წარმომადგენლის, თამაზ ხუციშვილის განცხადებით, საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 296-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69

გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458

იხ. გაგრძელება: 

ხოვლეში ეპიდემიოლოგები მუშაობენ - კომენტარები


Print

სტატიის გამოყენების პირობები