ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

,,ოსეთია ნიუსის" ცნობით, დადასტურებულმა რაოდენობამ 52-ს მიაღწია.

რესპუბლიკაში მხოლოდ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი დაიღუპა, ხოლო 24 ადამიანი სახლში იზოლირებულია. რეგიონის 648 მკვიდრი ექვემდებარება სამედიცინო კარანტინს, დაკვირვების ქვეშ 1190 ადამიანი იმყოფება." - აცხადებენ ვლადიკავკაზის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ახალი კორონავირუსული დაავადების შედეგად გამოწვეული ინფექცია ცენტრალურ ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის ბოლოს და გავრცელდა უმეტეს ქვეყნებში.

11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი პანდემიად აღიარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი კორონავირებით დაინფიცირდა, 110 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები