ახალი ამბები
ხოვლეში ეპიდემიოლოგებმა მუშაობა დაასრულეს - აღებულია 11 ნიმუში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგებმა ნიმუში 11 მოქალაქეს აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად გააგზავნეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის გაცხადებით, მუშაობას მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები გააგრძელებენ.

ისინი სოფელში ძირითადად თერმოსკრინინგს ჩაატარებენ.

რაც შეეხება ნიმუშების ავტორებს, ეკა ქორჩაშვილის თქმით, ეს ადამიანები ძირითად იმ პირის ოჯახის წევრები და მეზობლები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. 32-წლის მამაკაცს ვირუსი დღეს დაუდასტურეს. ის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.

იხ. ამავე თემაზე:

ხოვლეში კორონავირუსი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები