ახალი ამბები
15 აპრილიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა10 დღით აიკრძალება
საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

,,15 აპრილის 21 საათიდან, 10 დღის განმავლობაში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა იკრძალება" - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა განმარტა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანამ კორონავირუსისგან დაინფიცირებული 30-მდე შემთხვევა მიიღო. შესაბამისად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც ხანგრძლივდება 10 მაისამდე
Print

სტატიის გამოყენების პირობები